Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: საქართველო უნდა განიხილებოდეს როგორც ევროპელი მეზობელი


მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე

ლატვიის დედაქალაქში, რიგაში, დასრულდა ორდღიანი კონფერენცია, რომლის დასკვნითი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მოახლოებული სამიტი.

პანელზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებილი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ევროკავშირისგან „მკაფიო განცხადება“ სჭირდება იმის თაობაზე, რომ „ევროპული პერსპექტივა“ ღიაა საქართველოსთვის. რადიო თავისუფლებას ფანჯიკიძემ შემდეგი უთხრა:

"რუსეთის გავლენა ამ ბოლოს დროს ძალიან გაიზარდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზე, მაგრამ ვილნიუსის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი არის სწორედ ის, რომ უკრაინამ ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას, რომელიც პარაფირებულია უკვე ორ წელია და მისი ხელმოწერა ვერ მოხერხდა. ვილნიუსის სამიტი არ ჩავარდება, იქნება წარმატებული..."


7 სექტემბერს რიგის კონფერენციაზე გამოსვლისას მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თავდაპირველი სკეპტიციზმის მიუხედავად, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში გამოსვლისას ასევე თქვა, რომ საქართველო უნდა განიხილებოდეს არა როგორც ევროპის მეზობელი, არამედ როგორც ევროპელი მეზობელი.
XS
SM
MD
LG