Accessibility links

logo-print

ნაჩუქარი ქონება თუ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასული სახელმწიფო?


გია გვილავა, ოთარ კახიძე

გია გვილავა, ოთარ კახიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ორ ნაწილად გამოსცა 2004-2012 წლებში კერძო და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად ნაჩუქარი ქონების ნუსხა. ეს ნუსხა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე შედგა. მასში ასახული ფაქტების ნაწილი ბადებს ეჭვს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა მისი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მზადაა, საკუთრების ხელყოფით დაზარალებულ პირებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ნონა მჭედლიშვილმა კერძო საკუთრების გაჩუქების თემაზე სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი, მკვლევარი ოთარ კახიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროექტების მენეჯერი გია გვილავა.
XS
SM
MD
LG