Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი პაპუაშვილი: მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ ცალკეულ მოსამართლეებზე ხორციელდება თვალთვალი მათი დაშანტაჟების მიზნით. ამის თაობაზე პაპუაშვილმა თბილისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ საქმეებთან დაკავშირებით და რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ. როგორც პაპუაშვილი ამბობს, ზეწოლა ხდება იმ მიზნით, რომ მოსამართლეებმა "გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", -აღნიშნა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ იგი მზადაა, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ისაუბროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

XS
SM
MD
LG