Accessibility links

logo-print

სალომე ასათიანის ინტერVIEW ელენე ხოშტარიასთან


გადაცემა ინტერVIEW წინასაარჩევნო პერიოდში განაგრძობს საუბრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ამჯერად გადაცემის სტუმარია ელენე ხოშტარია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. რას უპირისპირებს ნაციონალური მოძრაობა საზოგადოების დიდი ნაწილის უნდობლობას, რომ ხელისუფლებაში მისი დაბრუნების შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება ქვეყნის ავტორიტარული და ძალადობრივი მეთოდებით მართვა? რამდენად აქვს გააზრებული ელენე ხოშტარიას, პარტიის გამოკვეთილ “ახალ სახეს”, ის საფრთხე, რომ მის უნარებს თუ ქარიზმას შესაძლოა ერთგვარ ფასადად იყენებდნენ, რათა ამომრჩეველმა პარტიის განახლება დაიჯეროს? რა ფუნქცია აქვს მიხეილ სააკაშვილს, ოდესის გუბერნატორს, რომელიც აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავაც მხოლოდ მასთან ასოცირდება და პარტიის გამარჯვების შემდეგ დაბრუნდება საქართველოში? შესაძლებელია თუ არა ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებასთან ერთად ვიხილოთ კოალიციაში? კონკრეტულად როგორ გეგმავს პარტია მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირების, მაღალ ინსტანციებში უცხოელი მოსამართლეების დანიშვნის განხორციელებას? ინტერვიუ ამ და სხვა საკითხებს ეხება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG