სალომე ასათიანის ინტერVIEW ანა აბაშიძესთან
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ჩვენი გადაცემა ამ თარიღს ეხმიანება და ესაუბრება ანა აბაშიძეს - იურისტს, სამოქალაქო უფლებების დამცველს, გენდერის საკითხების სპეციალისტს. გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის საფრთხე, რომელიც მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ 15-დან 44 წლამდე ასაკის ქალებს ემუქრება, უფრო დიდია, ვიდრე კიბოს დაავადებით, ავტოავარიებით, ომებით თუ მალარიით შექმნილი საშიშროება. მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ სამიდან ერთ ქალს აქვს გამოცდილი ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა. რა ინტენსივობისაა და როგორ ვლინდება ძალადობის საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები ქალები დგანან? რა კულტურული, ფსიქოლოგიური, სოციალური ფაქტორები უბიძგებს კაცებს ქალებზე ძალადობისკენ? რამდენად სწორია გავრცელებული კლიშე, რომ ძალადობას უფრო ხშირად დაბალ სოციალურ ფენებში ვაწყდებით? „მსხვერპლი ქალების“ ტრადიციული ნარატივებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ ტრაგიკული სიუჟეტების გარდა, კიდევ რა უნდა გააკეთოს მედიამ ამ მწვავე პრობლემის აქტუალიზაციისთვის? რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო სიძულვილის მოტივს ტრანსგენდერ ქალებზე ძალადობის შემთხვევებში? ხომ არ ხდება ისე, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა „ენჯიო-დისკურსის“ ჩარჩოებში ჩაიკეტა და დისკუსია მხოლოდ ერთ განზომილებაში, სპეციფიკური ტერმინოლოგიით მიმდინარეობს? საუბარი ამ და სხვა საკითხებს ეხება.
ეპიზოდები
-
ივლისი 21, 2017
ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით
-
ივლისი 06, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან
-
ივნისი 22, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან
-
ივნისი 15, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია ქუტიძესთან
-
ივნისი 08, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ მჭედლიშვილთან
-
ივნისი 01, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან
დაწერეთ კომენტარი