Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW გიგა ბოკერიასთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW გიგა ბოკერიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:35:31 0:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ პარტიის შემადგენლობა განახლდა და ახალი ენერგიით მოქმედებს, თუმცა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც გუნდის ლიდერად აცხადებს თავს. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას დაშვებული „შეცდომები“ გაიაზრა და მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სხვაგვარად იმოქმედებს. ამასთანავე, საზოგადოებას პარტიის მესვეურთაგან არც წარსულის სიღრმისეული ანალიზი მოუსმენია, და არც ერთიანი მობოდიშება რეპრესიული პოლიტიკის გამო. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, საქართველოში ეცემა „ქართული ოცნების“ მმართველი კოალიციის რეიტინგი, მაგრამ ამის შედეგად დიდად არ გაზრდილა ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებლები. რა ვითარებაშია პარტია ამჟამად? სალომე ასათიანი ამ საკითხებზე ესაუბრება გადაცემის სტუმარს, გიგა ბოკერიას.

XS
SM
MD
LG