Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW ირაკლი პეტრიაშვილთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW ირაკლი პეტრიაშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:38:41 0:00

რამდენიმე დღეში კვლავ დადგება 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველო კვლავ ხვდება მშრომელთათვის უმძიმესი ვითარებით: იზრდება სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი - ბოლო რამდენიმე დღეში მათ კიდევ სამი მუშა დაემატა. ქვეყანაში ჯერაც არ მოქმედებს შრომის ქმედითი ინსპექცია და მდგომარეობას ამ მხრივ არც კონსტიტუციის ახალი, გადასინჯვის პროცესში მყოფი ვერსია გამოასწორებს. მარცხდება თუ არა პროფკავშირები საქართველოში მიმდინარე იდეოლოგიურსა თუ ღირებულებრივ ბრძოლაში − იქ, სადაც, ინვესტორებისა და ბიზნესის ინტერესების სახელით, სახელმწიფო, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაიცავს მძიმე მრეწველობასა თუ მშენებლობებზე მომუშავეთა სიცოცხლეს? რა კეთდება საიმისოდ, რომ პროფკავშირების იდეა გათავისუფლდეს საბჭოთა პერიოდში „მოპოვებული“ ცუდი რეპუტაციისგან და საზოგადოებამ გააცნობიეროს მისი ნამდვილი, შეუცვლელი, დემოკრატიული მნიშვნელობა? რამდენად მწვავეა საქართველოს რეალობაში „ყვითელი“, ანუ ფსევდოპროფკავშირების პრობლემა? როგორი იყო პროფკავშირების როლი სხვადასხვა საწარმოში მოწყობილ გაფიცვებში? სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ირაკლი პეტრიაშვილს, რომელიც 2005 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, ხოლო 2015 წლის დეკემბერიდან საერთაშორისო პროფკავშირების პანევროპული რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტიცაა.

XS
SM
MD
LG