Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW მიხეილ ჯანელიძესთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW მიხეილ ჯანელიძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:29:58 0:00

„საქართველო განაგრძობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და, ამავდროულად, რუსეთთან მიმართებით ახორციელებს პრაგმატულსა და დაბალანსებულ პოლიტიკას“ – ეს განცხადება, ალბათ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ლოზუნგად შეიძლება ჩაითვალოს. ამ პოზიციას ბევრი პარადოქსულად და აბსურდულადაც კი მიიჩნევს, რადგან საქართველოს დასავლური კურსი პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს: კრემლს აშფოთებს ე.წ. „ახლო სამეზობლოზე“ გავლენის დაკარგვა და რუსეთის ორბიტიდან სუვერენული საქართველოს საბოლოოდ გასვლის შესაძლებლობა. რა მოუტანა საქართველოს ასეთმა, ბევრის აზრით, წინააღმდეგობრივმა საგარეო პოლიტიკამ? რატომ იკლო საქართველოს შესახებ განცხადებების სიხშირემ საერთაშორისო გამოსვლებსა თუ რეზოლუციებში? შეუქმნის თუ არა დასავლეთში მომძლავრებული იზოლაციონისტური ტენდენციები წინაღობას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს? სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ჩვენს სტუმარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.

XS
SM
MD
LG