Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი (მურა) ბაქანიძესთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი (მურა) ბაქანიძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:30:30 0:00

მედიცინის სხვა დარგებისგან ფსიქიატრიას გამოარჩევს ერთი თანმდევი, მნიშვნელოვანი და კომპლექსური მახასიათებელი: ცუდი რეპუტაცია.სტიგმა, უარყოფითი სტერეოტიპები, საზოგადოების მხრიდან ნეგატიური და შიშნარევი დამოკიდებულება ეხება არა მხოლოდ ფსიქიატრიულ პაციენტებს, − რაც თავისთავადაც მწვავე პრობლემაა − არამედ საკუთრივ დარგსაც: ფსიქიატრიასა და ფსიქიატრებს. ამ დარგის იმიჯზე ჯერაც ირეკლება მისი წარსული: იზოლირებულ დაწესებულებებში გამომწყვდეულ ადამიანებზე ძალადობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია თუ ტოტალიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობის გამოცდილება. უარყოფით აღქმას ხელს უწყობს დღევანდელ პოპულარულ კინოსა თუ ლიტერატურაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებიც. რა ისწავლა თანამედროვე ფსიქიატრიამ საკუთარი ისტორიისგან? როგორია ეს ისტორია და რასამედიცინო თუ ეთიკური პოზიცია უკავია ფსიქიატრიას დღეს? რა გზა განვლო მან მეოცე საუკუნეში, რომელსაც „ფსიქიატრიის საუკუნესაც“უწოდებენ და როგორ ჩამოყალიბდა ის დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგად? როდის ხდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა პრობლემა, როდის მთავრდება ე.წ „მომიჯნავე“ მდგომარეობა და როდის იქცევა, მაგალითად, დეპრესია „ავადმყოფობად“? როგორია ფსიქიატრიის მდგომარეობა საქართველოში და რამდენადაა დაძლეული საბჭოთა ფსიქიატრიის მანკიერი მემკვიდრეობა? ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ფსიქიატრს და ფსიქოთერაპევტს, ბერლინის კლინიკა „ვივანტესის“ ექიმს, გიორგი(მურა) ბაქანიძეს.

XS
SM
MD
LG