Accessibility links

logo-print

სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი ზვიადაძესთან


გადაცემა ინტერVIEW-ს წინასაარჩევნო ციკლის მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანის სტუმარია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე. რა მნიშვნელობა ჰქონდა რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციით? რას ნიშნავდა სასულიერო პირების ნაწილის და სამოქალაქო ჯგუფების რადიკალური პროტესტი ამ ვიზიტის მიმართ? რამდენად შეიძლება ამ ძალებს ცალკეული ჯგუფები ვუწოდოთ, როცა კათოლიკე ეკლესიის მისამართით რადიკალური და შეურაცხმყოფელი განცხადებები ეკლესიის მაღალი რანგის მსახურთა მხრიდანაც ისმის? რატომ არ ემიჯნება ეკლესია მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ რადიკალურ და ზოგჯერ მოძალადე ჯგუფებს? რატომ აჯილდოებს პატრიარქი ამ ჯგუფების ლიდერ სასულიერო პირს მაშინ, როცა საპატრიარქოს კრიტიკისთვის არაერთი მღვდელი დაისაჯა? ეკლესიის თვალთახედვით, არის თუ არა მართლმადიდებლობა „ქართველად“ ყოფნის აუცილებელი კომპონენტი?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG