სალომე ასათიანის ინტერVIEW თამარ კორძაიასთან
ერთ მხარეს − ოთხი წელი სახელისუფლო გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარისა და მინისტრების თანამდებობები, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიისა და მკაფიო პლატფორმის მქონე პარტია; მეორე მხარეს − არჩევნებში მიღებული 1,55 პროცენტი. რა შეეშალა რესპუბლიკურ პარტიას? რამდენად დააზარალა ის ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური მმართველობის პირობებში მოქმედ ხელისუფლებასთან შეამხანაგებამ? რა პოზიცია აქვს პარტიას მეორე ტურთან მიმართებით? მოუწოდებს თუ არა მხარდამჭერებს, ხმა ოპოზიციას მისცენ, რათა მმართველმა ძალამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს? რამდენად ერთგულად იცავდნენ რესპუბლიკელები არაერთხელ დეკლარირებულ ღირებულებებს? რატომ გავრცელდა მხოლოდ ფეისბუკით და არა ტელეეთერით (და ისიც არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე) ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული, ალბათ ყველაზე გაბედული წინასაარჩევნო კლიპი? ზოგადად, რამდენად ლეგიტიმურია საუბარი „გათავისუფლებაზე“, პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებებზე, თუკი არ ვახსენებთ მოქალაქეების ერთ-ერთ მთავარ სატკივარს − სიღარიბეს? ამ საკითხებს ეხება სალომე ასათიანის ინტერVIEW რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, თამარ კორძაიასთან.
ეპიზოდები
-
ივლისი 21, 2017
ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით
-
ივლისი 06, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან
-
ივნისი 22, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან
-
ივნისი 15, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია ქუტიძესთან
-
ივნისი 08, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ მჭედლიშვილთან
-
ივნისი 01, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან
დაწერეთ კომენტარი