Accessibility links

logo-print

სალომე ასათიანის ინტერVIEW თამარ ქალდანთან


პირადი სივრცის ხელშეუხებლობა ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა. „არავინ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ ჩარევას მის პირად, ოჯახურსა თუ სახლის სივრცეში, მიწერ-მოწერაში, ან თავდასხმას მის ღირსებასა და რეპუტაციაზე. ყველას აქვს უფლება, კანონით იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან და თავდასხმებისგან“ − ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პირადი სივრცე მხოლოდ კანონის საფუძველზე შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს დანაშაულთან ბრძოლის, ან ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. და ყველა ასეთ შემთხვევაში ამ უფლების შეზღუდვა მკაცრად განსაზღვრული და მიზეზის პროპორციული უნდა იყოს. ასეთია იდეალური სურათი, რომლისგანაც საქართველო ძალიან შორსაა. როგორია, იყო პერსონალური მონაცემების დამცველი საზოგადოებაში, სადაც მოქალაქეთა პირად სივრცეში სახელმწიფოს რეპრესიული აპარატების შეჭრასა თუ მასობრივ თვალთვალს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენს სტუმარს, თამარ ქალდანს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG