Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 11 ვაკანტურ თანამდებობაზე გასული წლის ბოლოს მხოლოდ სამის არჩევა შეძლო. მათ შორის არ აღმოჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით წარდგენილი კანდიდატი, "დემოკრატიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გენადი გელაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის ხელახლა დასახელების ვადა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დღეს ეწურებოდა, რის გამოც რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი კვლავ "დემოკრატიის ინსტიტუტის" დამფუძნებელ გენადი გელაძეს დაუჭირა.
XS
SM
MD
LG