Accessibility links

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 13 სექტემბერს დაკავებულ სამ პირს. საქართველოს მოქალაქეები ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე და რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი იუსუფ ლაკაევი პოლიციამ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იუსუფ ლაკაევი საქართველოში საზღვრის უკანონოდ გადმოლახვის გზით მოხვდა და მას ფირუზ წულუკიძე დროებით საცხოვრებელ სახლში მალავდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაკავებულთა ოჯახის წევრების განცხადებით, ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე ლაკაევს არ იცნობდნენ, თუმცა სახლის დაქირავებაში მართლაც დაეხმარნენ.

რუსეთის მოქალაქე, ჩეჩენი ეროვნების იუსუფ ლაკაევი ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესს არ დასწრებია, ის დაჭრილია და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. პროცესს მხოლოდ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე ესწრებოდნენ, რომელთაც ასევე ეტყობოდათ ფიზიკური დაზიანებები. ისინი პოლიციამ ბათუმში დააკავა. ოფიციალური ინფრომაციით, რომელიც 14 სექტემბერს გაავრცელა შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა, დაკავების მიზეზი გახდა ლაკაევის მიერ პოლიციელთა მისამართით გახსნილი ცეცეხლი მას შემდეგ, რაც მას პოლიციელებმა პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვეს:

„13 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ ბათუმში ალ. პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა იმ დროისთვის დაუდგენელი პირი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვეს. აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც რამდენიმე უმისამართო ნინო გიორგობიანი

ნინო გიორგობიანი

გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაიჭრნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და მოქალაქე. პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით, თავდამსხმელი დაიჭრა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელიც და მისი თანმხლები პირები - ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე - ადგილზევე დააკავეს“.

ოფიციალური ინფორმაციით, იუსუფ ლაკაევი საქართველოში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გზით მოხვდა და ის ქვეყნის დატოვებასა და თურქეთში გადასვლას ასევე არალეგალური გზით აპირებდა. როგორც ნანა კაკაბაძე, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, ამბობს, ამას არც დაკავებულები უარყოფენ, თუმცა, მათივე სიტყვებით, ლაკაევსა და დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ, გარდა საერთო რელიგიური ინტერესებისა და აქედან გამომდინარე ნაცნობობის:

„ეს ადამიანი ცხოვრობდა ამ ნაქირავებ ბინაში, რომელიც მანამდე 6 თვით ადრე ბახუნდარიძეს ჰქონდა ნაქირავები და რომელშიც ის აღარ ცხოვრობდა. ბახუნდარიძესა და წულუკიძესთან ერთად ის გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში და, პოლიციის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია და ამ ინფრომაციის საფუძველზე უთვალთვალებდნენ. გასაგებია ისიც, რომ ეს ადამიანი საზღვრის უკანონო დარღვევით იყო შემოსული და თან, მით უმეტეს, ჰქონდა იარაღი და დააკავეს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ სცემეს ადამიანებს, რომლებიც ხელაწეული ბარდებოდნენ“.

ნანა კაკაბაძეს კითხვები აქვს ასევე იმ ნაქირავებ ბინაში აღმოჩენილ იარაღთან დაკავშირებითაც, რომელშიც ლაკაევი ცხოვრობდა.

ფირუზ წულუკიძე მოჭიდავეა, ხოლო თემურ ბახუნდარიძე მისი მწვრთნელი. ფირუზ წულუკიძე დაახლოებით ერთი თვის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას მის რელიგიური ნიშნით დევნაში ადანაშაულებდა. როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ რეგიონალური ორგანიზატორი დავით ლაღიძე
ეს შეიძლება განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ ეს ადამიანები არ თანხმდებოდნენ უშიშროების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას. მათ აქვთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და შესაძლოა ეს იყოს საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთერთობის შედეგი. ესეც შეიძლება განვიხილოთ იმ ჭრილში, რომ მათ არ სურთ ამ კონკრეტული ჯგუფის გაძლიერება სამხრეთ საქართელოში...
იხსენებს, მაშინ ჩემპიონატზე მიმავალი წულუკიძე აეროპორტში საზღვარზე არ გაუშვეს სამართალდამცავებმა იმ მოტივით, რომ ის ქვეყნისთვის არასასურველ ადამიანებთან კავშირში იყო შემჩნეული. დავით ლაღიძის განმარტებით, წულუკიძე მუსულმანია და სალაფიზმის მიმდევარი. ამის გამო მისით მანამდეც დაინტერესებულან სამართალდამცავები და ემუქრებოდნენ კიდეც. როგორც დავით ლაღიძე ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ მომხდარი პანკისელი ქისტებისა და კონკრეტულად სალაფისტების დევნას ემსახურებოდეს და რომ წარმოშობით ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი გამოიყენეს მათ დასაკავებლად:

„ეს შეიძლება განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ ეს ადამიანები არ თანხმდებოდნენ უშიშროების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას. მათ აქვთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და შესაძლოა ეს იყოს საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთერთობის შედეგი. ესეც შეიძლება განვიხილოთ იმ ჭრილში, რომ მათ არ სურთ ამ კონკრეტული ჯგუფის გაძლიერება სამხრეთ საქართელოში“.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბათუმში დაკავებული იუსუფ ლაკაევი სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველი პირების სიაშია. ეს სია რუსულმა გამოცემა ”როსიისკაია გაზეტამ” მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა. ამ სიაში ჩამოთვლილი 81 პირიდან ლაკაევი 48-ე ადგილზეა. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
ლაკაევის დაკავებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიაც:

„წინადადება იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან ცალსახად განსაზღვრული, რომ სწორედ მომავალი ოლიმპიადის ჭრილში თანამშრომლობა ყოფილიყო უსაფრთხოების საკითხებში ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის. სამწუხაროდ, ეს შეთავაზება რუსეთის მხრიდან ამ დრომდე უპასუხოდ არის დატოვებული. ამიტომ, თუ რამე პრეტენზიას ექნება ადგილი, აბსოლუტურად საფუძველს იქნება მოკლებული და ასეთის შესახებ არც მსმენია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, ძალიან კარგი, რომ ჩვენი სამართალდამცავები ასე ფხიზლად არიან“.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის, მუქარისა ან ძალადობის, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG