Accessibility links

logo-print

რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ სირიაში კოორდინირებული მოქმედების მიზნით


სირია

სირია

რუსეთმა განაცხადა 19 ივნისს, რომ აშშ-თან მიაღწია შეთანხმებას, რათა ორი ქვეყნის სამხედროთა მოქმედება სირიაში უკეთ იყოს კოორდინირებული. ერთი დღის წინ პენტაგონმა დაადანაშაულა რუსეთის არმია იმის გამო, რომ თავს ესხმის სირიის ოპოზიციურ ძალებს, რომლებსაც აშშ უწევს მხარდაჭერას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის სამხედროებმა ვიდეოკონფერენციის დროს მიაღწიეს შეთანხმებას სახმელეთო ოპერაციების კოორდინირების შესახებ. ვაშინგტონს ჯერ ამაზე არაფერ განუცხადებია. პენტაგონის ბრალდება 18 ივნისს იმ დროს გაისმა, როცა სირიაში მოულოდნელ ვიზიტად ჩავიდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. მისი ჩასვლის მიზანი იყო მსჯელობა სამხედრო ოპერაციის გარშემო, რომელიც „სირიის მიწაზე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ“ იქნება მიმართული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG