Accessibility links

logo-print

11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 31 აგვისტოს, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში შეწყვიტა წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების, იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის, ძებნის ოპერაცია.

იმავე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ე.წ. მყვინთავ-მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონიათ. „აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - დასძინა იზორიამ ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ საუბრისას. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი განმარტავს, თუ ვის დანაშაულზე მიანიშნებს სამხედრო უწყების ახალი ხელმძღვანელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG