Accessibility links

logo-print

თურქეთი აქტიურად ჩაერთო ქართველი სამხედროების საძიებო-სამაშველო სამუშაოებში


მეოთხე დღეა გრძელდება შავ ზღვაში დაკარგული ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ძებნა. რამდენიმე საათში ოპერაციაში ჩაერთვება თურქეთის საზღვაო ძალების კიდევ ერთი გემი, რომელიც სპეციალური სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს გონიოში დაბრუნდება მინისტრი ლევან იზორია, რომელიც თურქული გემის ეკიპაჟთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, იაგო შარაძემ და გიორგი ნანეტაშვილმა, რომლებიც გონიოში, საზღვაო სპეცდანიშნულების გეგმიურ სწავლებაში მონაწილეობდნენ, 16 აგვისტოს, ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ ვეღარ შეძლეს ზედაპირზე ამოსვლა. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი ქვედანაყოფები და აშშ-ის ევროპული სარდლობის და თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG