Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია


ტორბიორნ იაგლანდი, მაია ფანჯიკიძე
ტორბიორნ იაგლანდი, მაია ფანჯიკიძე
6 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

სამოქმედო გეგმა მოიცავს ევროსაბჭოს მხრიდან 2013-2015 წლებში საქართველოსთვის განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით. სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროსაბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად დაამტკიცა.

სამოქმედო გეგმის ჩართულობის სფეროებს წარმოადგენს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა; მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა; პენიტენციარული სისტემა და პოლიციის რეფორმა; მედიის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თუ შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა. პროექტებს ევროპის საბჭო განახორციელებს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, კერძოდ, მთავრობასთან, პარლამენტთან, სახალხო დამცველის ოფისთან, სასამართლო ხელისუფლებასთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან.
XS
SM
MD
LG