Accessibility links

logo-print

„შიშებისგან“ აჩქარებული, მოკლე მანძილზე მორბენალი სამშენებლო სექტორი


ვახტანგ ხომიზურაშვილი, პაატა ბაირახტარი

ვახტანგ ხომიზურაშვილი, პაატა ბაირახტარი

დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკა ეძღვნება სამშენებლო ბიზნესს საქართველოში, კერძოდ, იმას - რა განაპირობებს ისეთი მშენებლობების სიმრავლეს, რომლებიც სწრაფ მოგებაზეა გათვლილი, იწვევს საცხოვრებელი გარემოს გაუარესებას და არ ითვალისწინებს მის კომპლექსურ, გრძელვადიან განვითარებას?

თუ საქართველოში სამშენებლო სექტორის განვითარების ფაქტორებს შევკრებთ, სრულიად ლოგიკურია ის სურათი, რაც დღეს, თუნდაც თბილისის ცენტრალურ უბნებშია შექმნილი - ახლო-ახლოს ჩადგმული კორპუსები: ეზოს, გამწვანების, მისადგომისა და მანქანების საკმარისი სადგომების გარეშე. თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ინვესტიციების ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG