Accessibility links

logo-print

საფრანგეთმა გადადო ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო სამიტი


ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო შეხვედრა, რომლის მიზანი ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება იყო, გადაიდო.

ოლანდმა თქვა, რომ 30 მაისისთვის დაგეგმილ სამიტზე დასწრებას ვერ ახერხებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ეს იყო გადადების მიზანი. განცხადება მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-მარკ ეროს გამოსვლას, რომ პარიზის სამიტი, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ 20 ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ არა ისრაელისა და პალესტინელებისა, ჩატარდებოდა ისრაელის მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ 15 მაისს განაცხადა, რომ პირდაპირი მოლაპარაკება ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, საუკეთესო გზაა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მხარეებს შორის მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 2014 წელს შედგა და ჩაიშალა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG