Accessibility links

ორი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესები შვიდი თვეა მიმდინარეობს. პირველი შემთხვევა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში 2014 წლის 10 ივლისს მოხდა: ამავე სოფლის მკვიდრმა გენადი იაკობიძემ ბებია და 8 თვის შვილიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და, სავარაუდოდ, ამით საყვარელ ქალზე შური იძია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ემუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბოლო პროცესზე ბრალდებულის დები დაიკითხნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი დახურული იყო, რამაც დაზარალებულთა გულისწყრომა გამოიწვია.

ბრალდებულის და, მაყვალა იაკობაძე, ამბობს, რომ პროკურორ ვასილ ოსიძეს კითხვები, გენადი იაკობიძის ფსიქიკური მდგომარეობის გარდა, მკვლელობის დღესთან დაკავშირებითაც ჰქონდა. ბრალდებულის დამ მედიასთანმათზე ძალოვანების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. მაყვალა იაკობიძე სამართლიანობის აღსადგენად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილს არის ჩანიშნული. კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელსაც ახალციხის რაიონული სასამართლო განიხილავს, 28 აგვისტოს ადიგენში მომხდარი სამი ახალგაზრდის მკვლელობაა, რომელიც დავით კუბლაშვილის შვილთან შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.მირზა კუბლაშვილმა საშველად მამას მიმართა. საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ბექა სირბილაძე, ამბობს, რომ მარიამობის ღამეს ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის მიერ ნასროლი ტყვიით მძიმედ დაიჭრა. იგი იმასაც იხსენებს, რომ ბრალდებული დავით კუბლაშვილი ახალგაზრდებს მოკვლით დაემუქრა და რამდენიმე საათში მუქარაშეასრულა კიდეც.

ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის ადვოკატის მაგული გოგლიძის თქმით, ბექა სირბილაძემ პირვანდელი ჩვენება შეცვალა და სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები დაასახელა.

დაცვის მხარემ ერთ-ერთ სხდომაზეექსპერტიზის პასუხიცწარმოადგინა, რაც მოსამართლემ დასაშვებად ცნო. სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილი ბრალის წარდგენის შემდეგ მკურნალობას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგრძელებს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი საპატიმროში დაბრუნდება. სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე შემდეგი პროცესი 15 აპრილს ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG