Accessibility links

logo-print

სამცხე-ჯავახეთი მეექვსე რეგიონია, რომელიც 18 აგვისტოდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, საქართველოს ტელერადიოცენტრის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობების წარმომადგენლებს ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეხება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა ჯალაღონია ამბობს, რომ ქვეყანამ პირობა შეასრულა.

საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა 2015 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც, – განმარტავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი.

ახალციხეში სპეციალური მოწყობილობის შეძენა 50-დან 80 ლარამდე ჯდება, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. გამგებლის წარმომადგენელი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის თემის ადმინისტრაციულ ორგანოში გიორგი ბლიაძე ფიქრობს, რომ ადგილობრივები მზად არ არიან სეთ–თოფ ბოქსების შესაძენად და, სავარაუდოდ, მოსახლეობის 60 პროცენტი 18 აგვისტოდან ტელემაუწყებლობის გარეშე დარჩება.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 211 000, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 4 400 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ათასზე დაბლაა, სეთ–თოფ ბოქსებს უფასოდ მიიღებს. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან მოსახლეობას სომხურ ენაზე ფლაერები და ბუკლეტები დაურიგდა. ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG