Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნი სანდერსმა სამ შტატში დაჯაბნა თანაპარტიელი ჰილარი კლინტონი


ბერნი სანდერსი
ბერნი სანდერსი

დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებისთვის პაექრობაში ბერნი სანდერსმა ერთბაშად სამ შტატში - ვაშინგტონში, ალასკასა და ჰავაიში - აჯობა თავის მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს.

ტელეკომპანია ენ-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორმა სანდერსმა განაცხადა, რომ მას რესპუბლიკელთა მთავარი კანდიდატის, მილიარდერ დონალდ ტრამპის დამარცხებაც ხელეწიფება: „რა შედეგებიც ვიხილეთ ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ყველგან გაცილებით დიდი უპირატესობით ვამარცხებთ დონალდ ტრამპს, ვიდრე ჰილარი კლინტონი. ეს კამპანია რომ დავიწყეთ, სულ სამი პროცენტი გვქონდა და 60 პროცენტით ჩამოვრჩებოდით კლინტონს. ახლა, ბოლო გამოკითხვაში, რომელიც ვნახე, უკვე ერთი პროცენტით ვიგებთ. ასე რომ, აღმავლობას განვიცდით და ჩვენი ბევრი დელეგატი იმაზე ფიქრს იწყებს, რომელ დემოკრატ კანდიდატს ხელეწიფება უფრო მეტად დონალდ ტრამპის დამარცხება. ვფიქრობ, ზოგიერთ მათგანს უკვე ესმის, რომ ეს კანდიდატი ბერნი სანდერსია.“

მიუხედავად კვირას მოპოვებული ამ წარმატებისა, დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის ბრძოლაში ფავორიტად მაინც ჰილარი კლინტონი ითვლება. რესპუბლიკელთა შორის მთავარი ფავორიტია დონალდ ტრამპი, რომელსაც მეტოქეობას უწევს სენატორი ტედ კრუსი. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG