Accessibility links

logo-print

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პრობლემების მოგვარება იწყება


საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ სპეციალური კომისია შექმნა. მინისტრთა კაბინეტის წევრები, რომლებიც ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფლებში იმყოფებოდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ზოგიერთ - მათ შორის, გასათბობი საშუალებით მომარაგების - პრობლემას სწრაფად მოაგვარებენ. ამ პროცესის დაწყებას ხელისუფლება დღეიდან აპირებს, რადგან, მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნებამდე მსგავსი ქმედებები შესაძლოა შეფასებულიყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ან მოსყიდვად.

XS
SM
MD
LG