Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით "ქართული ოცნება" ლიდერობს


საქართველოს 50 ოლქში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, 48 ოლქში გაიმარჯვეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა. ამ 48 ოლქიდან 46-ში „ქართული ოცნების“ კონკურენტები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორ ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატები. 30 ოქტომბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგებითვე, 50-დან ორ ოლქში გაიმარჯვეს „მრეწველების“ კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. წინასწარი მონაცემებით, სიმონ ნოზაძემ ხაშურში დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვალერი გელაშვილი, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის ოლქში „ნაციონალური მოძარობის“ კანდიდატი ნიკოლოზ რურუა. 8 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით მოიპოვა 44 და მაჟორიტარული სისტემით 23 მანდატი. თუ 30 ოქტომბერს ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი შედეგები არ შეიცვლება და პარტია კიდევ 48 მანდატს მიიღებს, „ქართულ ოცნებას“ მე-9 მოწვევის პარლამენტში ექნება 115 მანდატი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა. 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული სისტემით 27 მანდატი მოიპოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და 6 მანდატი „პატრიოტთა ალიანსმა.“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG