Accessibility links

logo-print

საპარლამენტო დებატები პრეზიდენტის უფლებების თემაზე


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

უმრავლესობაში შემავალი ყველა ფრაქციის ინიციატივის შესაბამისად, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პოლიტიკურ დებატებს დაეთმო. საუბარია თემაზე - ”მთავრობის გადაყენებისა და შექმნის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ”, რაც დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება. პოლიტიკური დებატების გამართვის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა 103 ხმით დაამტკიცა.

არ უნდა დავუტოვოთ უფლება პრეზიდენტს, რომ მან თვითნებური გადაწყვეტილებით ერთ დღეში დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და დანიშნოს ახალი მთავრობა, რომელსაც ნდობას არ გამოუცხადებს პარლამენტი, - განაცხადა პოლიტიკური დებატების პირველმა გამომსვლელმა, ვიცე-სპიკერმა და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველმყოფი კომისიის ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ:

”2004 წლიდან მოყოლებული, დღევანდელი უმცირესობა და „ნაცმოძრაობა“ დაკავებულია იმით, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მოარგოს ერთ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, და 30-მდე თუ მეტი ცვლილებაა კონსტიტუციაში შეტანილი მხოლოდ იმიტომ, რომ მან კომფორტულად იგრძნოს ამ ჩვენს სახელმწიფოში თავი”.
ჩვენ გთავაზობთ, რომ მთელი ეს პროცესი, რაც 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, მთავარი პოლიტიკური შეთანხმებით დავასრულოთ აქ, ამ დარბაზში, ამ დღეებში - რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ დავუშვათ, რომ კონსტიტუციურად განვამტკიცოთ დიქტატურა და ამის შემდეგ ყველაფერზე შეიძლება ვილაპარაკოთ...


კობახიძემ შეახსენა დეპუტატებს, თუ რა უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას 2004 წელს, როდესაც საქართველოში საკონსტიტუციო დონეზე განმტკიცდა პრეზიდენტის ზედმიწევნით გადაჭარბებული უფლებები. სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებები მაშინდელმა პარლამენტმა 9 წლის წინ, ზუსტად 6 თებერვალს, დაამტკიცა.

9 წლის წინათ პარლამენტის ტრიბუნაზე გაკეთებული შეფასებები ოთხშაბათს, ასევე პარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლისას, გაიხსენა ფრაქცია ”ქართული ოცნება - რესპუბლიკელების” წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვახტანგ ხმალაძემ:

”ვთქვი, რომ ამ ცვლილებებით, თქვენ, ბატონებო, ქვეყანაში კონსტიტუციურად აკანონებთ დიქტატურას და ნუ იზამთ ამას - დაფიქრდით ქვეყნის მომავალზე... დღეს მე, სამწუხაროდ, იგივეს გამეორება მიწევს”.

2004 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრეზიდენტის უფლებების გაზრდასთან დაკავშირებით, იმხანად კიდევ არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნება - რესპუბლიკელების” თავმჯდომარის მოადგილემ თინა ხიდაშელმა გაიხსენა 6 თებერვლის სხდომაზე, საკითხისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგალითად, ამჟამინდელი უმცირესობის წევრებს: დავით დარჩიაშვილს, გოკა გაბაშვილს, აკო მინაშვილს თუ ჩიორა თაქთაქიშვილს. თინა ხიდაშელი მოუწოდებს ოპონენტებს დაასახელონ მიზეზები, თუ რა პოზიცია აქვთ მათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და პროცესი შეთანხმებით დაასრულონ:

”ჩვენ გთავაზობთ, რომ მთელი ეს პროცესი, რაც 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო, მთავარი პოლიტიკური შეთანხმებით დავასრულოთ აქ, ამ დარბაზში, ამ დღეებში - რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ დავუშვათ, რომ კონსტიტუციურად განვამტკიცოთ დიქტატურა და ამის შემდეგ ყველაფერზე შეიძლება ვილაპარაკოთ”.
მე მესმის სასიამოვნო ხმები, თუ როგორ გაგებით ხვდებით ბიძინა ივანიშვილის ამა თუ იმ მოთხოვნას, როდესაც ბატონი ივანიშვილი ოცნებასაც კი გიკრძალავთ, ლაპარაკსაც კი გიკრძალავთ შიდაპარტიულ გარჩევებში - რა პოზიცია უნდა გქონდეთ თქვენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თუ ასე შემდეგ...


უმრავლესობის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება უმცირესობა. მაგალითად, როგორც ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების” თავმჯდომარემ, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, მას უკვირს უმრავლესობის მხრიდან ავტორიტარიზმსა და დიქტატურაზე ლაპარაკი, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის მაგალითი არსებობს:

”მე მესმის სასიამოვნო ხმები, თუ როგორ გაგებით ხვდებით ბიძინა ივანიშვილის ამა თუ იმ მოთხოვნას, როდესაც ბატონი ივანიშვილი ოცნებასაც კი გიკრძალავთ, ლაპარაკსაც კი გიკრძალავთ შიდაპარტიულ გარჩევებში - რა პოზიცია უნდა გქონდეთ თქვენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თუ ასე შემდეგ...”

დეპუტატი ბობოხიძე, ისევე როგორც უმცირესობის კიდევ სხვა არაერთი წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ, საკონსტიტუციო ცვლილებების წინა პლანზე წამოწევით, ”ქართული ოცნება” ცდილობს დაჩრდილოს ხალხისთვის გაცილებით უფრო საინტერესო საკითხები, რაც შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებს უკავშირდება. 6 თებერვლის სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გამოხატავდნენ შიშს იმის თაობაზე, რომ ახალი მთავრობის ხელში საქართველომ შესაძლოა უღალატოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები”. როგორც მისი თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძე ამბობს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძის ბოლო დღეების მოწოდებებში მან მუქარა და დაშინების მცდელობა დაინახა. აქვე ვთქვათ, რომ დეპუტატ ლონდარიძის გამოსვლას პარლამენტის სხდომაზე მცირეხნიანი ხმაური მოჰყვა და სიტყვიერი შელაპარაკების პროცესი ფიზიკური დაპირისპირების ზღვარზე შეჩერდა.

”ქართული ოცნების” მხრიდან დაშინებასა და ზეწოლაზე ილაპარაკეს უმცირესობის სხვა წარმომადგენლებმაც და მათ შორის იყო დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილიც. ყურადღება მან ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატ მარიკა ვერულაშვილზე გაამახვილა, რომელმაც უმცირესობის რიგები 4 თებერვალს დატოვა:

”ბოლოს მაინც მოუწია მას არჩევანის გაკეთება ოჯახსა და თავის პოლიტიკურ გუნდს შორის, რადგანაც თქვენ მას ძალიან კონკრეტულად აიძულებდით და ეუბნებოდით, რომ მის მეუღლეს აღარ დაიჭერდით, თუკი მარიკა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა მხარს. ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც მარიკა ვერულაშვილს შეეძლება, რომ თვითონ ძალიან ღიად მოჰყვეს ამ სამარცხვინო გარიგების დეტალები”.
თუ თქვენც ამბობთ, რომ ევროპული ორიენტაცია თქვენი არჩევანია, ჩვენც ვამბობთ და დიდი ხანია დავამტკიცეთ, რომ ჩვენი არჩევანია. იყოს ეს ის საერთო თემა, რომელიც გაგვაერთიანებს და მუდმივ ჩხუბთან, უთანხმოებებთან, ბრალდებებთან ერთად, გავაჩინოთ რაღაცა ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვიქნებით ერთიანი და რაც იქნება სიგნალი ჩვენი მეგობრებისთვისაც და ჩვენი მტრებისთვისაც...


თავად მარიკა ვერულაშვილს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა 6 თებერვლის სხდომაზე, მარიკა ვერულაშვილს ეყო გამბედაობა, რომ სწორი არჩევანი გაეკეთებინა სიმართლის სასარგებლოდ.

ერთ დროს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდში იდგა კახაბერ ოქრიაშვილი, აწ უკვე ფრაქცია ”უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების” თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც, 6-კაციანი ფრაქციის სახელით, საკონსტიტუციო ცვლილებებს 6 თებერვლის სხდომაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” გაემიჯნა კიდევ ერთი დეპუტატი - გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოაგროვებს თუ ვერა ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ესაჭიროება.

საპარლამენტო უმცირესობას ბოლომდე არ უთქვამს უარი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც ისედაც შევა ძალაში შემოდგომაზე. თუმცა დაჩქარების მხარდაჭერა მათ მხოლოდ სხვა საკითხების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში წარმოუდგენიათ. ყველაზე მთავარ აქცენტად ამ მხრივ კვლავაც რჩება მოთხოვნა, რომ საგარეო კურსის უცვლელობა კონსტიტუციით იყოს გარანტირებული. ამის შესახებ 6 თებერვლის სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც ილაპარაკა:

”თუ თქვენც ამბობთ, რომ ევროპული ორიენტაცია თქვენი არჩევანია, ჩვენც ვამბობთ და დიდი ხანია დავამტკიცეთ, რომ ჩვენი არჩევანია. იყოს ეს ის საერთო თემა, რომელიც გაგვაერთიანებს და მუდმივ ჩხუბთან, უთანხმოებებთან, ბრალდებებთან ერთად, გავაჩინოთ რაღაცა ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვიქნებით ერთიანი და რაც იქნება სიგნალი ჩვენი მეგობრებისთვისაც და ჩვენი მტრებისთვისაც”.
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი


საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტში, რომლებმაც უკვე გაიარა საყოველთაო სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა, დამატებითი ჩანაწერების გაკეთება რომ შეუძლებელია, ეს თავის დასკვნით სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განმარტა. მან შესთავაზა ოპონენტებს, მხარი დაუჭირონ უკვე მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამით გზა გაუხსნან სამომავლო თანამშრომლობას, მათ შორის - კონსტიტუციის შემდგომი დახვეწის მიმართულებითაც:

”შევქმნათ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას და იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელზეც იმ კომისიამ უნდა იმსჯელოს, შევიტანოთ კონსტიტუციის დაცვის მექანიზმებიც და თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხში რამე შეიძლება კონსტიტუციაში ჩაიწეროს, ეგ თემაც; მაგრამ მანამდე ველი თქვენს პასუხს საგარეო პოლიტიკურ კურსზე თედო ჯაფარიძის მიერ თქვენთან გამოგზავნილ დოკუმენტზე. ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე, მივიღოთ, თუ მართლა ეს საკითხები გაინტერესებთ, და მაშინ წავალთ წინ. თუ არა, გინდა მუქარად გაიგეთ, გინდა წინასწარმეტყველებად, მაშინ თქვენ იცით... ეს იქნება თქვენი არჩევანი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის მოვლას”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG