Accessibility links

logo-print

კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა


ფიზიკური დაპირისპირება კორცხელის საარჩევნო უბანთან

ფიზიკური დაპირისპირება კორცხელის საარჩევნო უბანთან

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურას დასრულებულად და არჩევნებში ორმოცდახუთივე უბანზე მშვიდ ვითარებაში ჩატარებულად მიიჩნევს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელმაც ამოს შესახებ 22 მაისს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. ჟვანიას ინფორმაციით, სულ შესულია 19 საჩივარი, აქედან ოლქში 11, ხოლო საუბნო კომისიებში 8 საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრები უმეტესად ტექნიკური ხასიათისაა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 14,77% გლდანში, ხოლო ყველაზე მაღლი აქტივობა - 64,9% ზუგდიდში დაფიქსირდა.

თამარ ჟვანიას განცხადებით, კორცხელის თემში მომხდარმა ინცინდენტმა საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად წარიმართება. „გამოძიება დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ დროულად დასრულდება, დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. საარჩევნო პროცესებში ძალადობის ადგილი არ არის და ეს უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

კორცხელის 53-ე უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები. დაშავებულია ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” აქტივისტები. მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG