Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისი – საპორტო თუ ოცნების ქალაქი


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისისადმი დამოკიდებულება ყოველთვის არაერთგვაროვანია. თავად ქუთაისელები მის პოტენციალს სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ და ასე გრძელდება დღემდე. ხშირად შორდება ერთმანეთს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმოდგენები ქალაქზე.

ინდუსტრიულ ზონად გამოცხადების შემდეგ ქალაქმა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, ხოლო კიდევ რამდენიმე წელიწადში ქუთაისისთვის საპორტო ქალაქის სახელწოდების მინიჭების იდეით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე, რომელიც, პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით, საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე ქალაქის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სახელდება. ომარ ნიშნიანიძე ქუთაისის საპორტო ქალაქად გადაქცევას ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობად მიიჩნევს.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე, საპორტო ქალაქის პარალელურად, ქუთაისში აიეტის ძეგლის დადგმის ინიციატივითაც გამოდის.

ქუთაისის პოტენციალის გამოყენებისა და ქალაქისთვის ფუნქციის შეძენისთვის მინი ქალაქის მშენებლობაა მნიშვნელოვანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალისთვის. რომლის განცხადებითაც, პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კულტურული, სპორტული და დასასვენებელი ობიექტების - სულ 30-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის -მშენებლობაა დაგეგმილი.

ე. წ. „ოცნების ქალაქის“ პროექტის განხორციელებას და ქუთაისში საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას სკეპტიკურად ხვდებიან ადგილობრივები.

ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის კონცეფციის მიხედვით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია შვიდ მიმართულებას გამოყოფს, რომლებიც 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG