Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პოლიცია რეიდებს აწყობს ქვეყნის მასშტაბით


გერმანიის და საფრანგეთის პოლიცია მანქანებს აკონტროლებს გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე.

გერმანიის და საფრანგეთის პოლიცია მანქანებს აკონტროლებს გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე.

საფრანგეთის ხელისუფალთა თანახმად, პოლიციამ 16 ნოემბერზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 168 ობიექტზე მოაწყო რეიდები პარიზში სისხლიანი ტერაქტების შემდეგ. ალიონზე ჩატარებული ოპერაციების დროს დააკავეს 23 პირი, ასზე მეტი ეჭვმიტანილი შინაპატიმრობაში მოათავსეს. პოლიცია ეძებს პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების მომწყობი ჯგუფის გადარჩენილ მონაწილეებს. საფრანგეთის დედაქალაქში პარასკევს მოწყობილი ტერაქტების შედეგად 132 ადამიანი დაიღუპა. შვიდი თავდამსხმელი მოკვდა თავდასხმების დროს, მათი უმეტესობა - დანაღმული ქამრის აფეთქების შედეგად. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის თქმით, თავდასხმები დაგეგმილი იყო სირიაში. პროკურატურის თანახმად, თავდასხმების კიდევ ორი მონაწილის დადგენა მოხდა, ერთი ადრე იყო ტერორიზმში ბრალდებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG