Accessibility links

logo-print

საფრანგეთის სენატი მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები


კენჭისყრა საფრანგეთის სენატში

კენჭისყრა საფრანგეთის სენატში

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მთავრობისადმი მოწოდებას, თანდათან შეამსუბუქოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები. 8 ივნისს შესაბამის რეზოლუციას მიემხრო 302 სენატორი, წინააღმდეგი იყო 16 - მიუხედავად საფრანგეთის მთავრობის განმარტებისა, რომ სანქციების შემსუბუქება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ბოლომდე შესრულდება უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებები. საფრანგეთის სენატის რეზოლუციის შესრულება არ არის სავალდებულო, მაგრამ მიანიშნებს სანქციებით გამოწვეულ მზარდ უკმაყოფილებაზე. ევროკავშირი იყო რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი 2014 წლამდე, ვიდრე უკრაინის წინაღამდეგ რუსეთის აგრესიის გამო დააწესებდა სანქციებს, რომელთაც შორისაც არის რუსეთის ბანკებისათვის კრედიტებზე უარი. საპასუხოდ, რუსეთმა აკრძალა ევროკავშირიდან საკვები პროდუქტების იმპორტი. შედეგად შარშან 50%-ით შემცირდა ევროკავშირიდან რუსეთში სოფლის მეურნების პროდუქტების ექსპორტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG