Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი გამომძიებლები აგრძელებენ ტერორისტების დევნასა და იდენტიფიცირებას


ანტიტერორისტული პოლიციის რეიდი პარიზში
ანტიტერორისტული პოლიციის რეიდი პარიზში

საფრანგეთის პოლიცია აგრძელებს საგამოძიებო ქმედებას ოთხშაბათს სპეცოპერაციის მსვლელობის დროს მოკლული ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირის ვინაობის დასადგენად.

საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ რეიდი განახორციელა პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოკლეს ერთი ეჭვმიტანილი, კიდევ ერთმა - ქალმა - თავი აიფეთქა. დაიჭრა ხუთი პოლიციელი. როგორც იუწყებიან, ბინაში, სადაც რეიდი მოეწყო და მის მახლობლად დააკავეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

„ჩვენ დაუნდობელი უნდა ვიყოთ ძალადობის მიმართ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ არანაირი ქსენოფობია, ანტისემიტური, თუ ანტიმუსლიმური მოქმედება“, - კიდევ ერთხელ გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. პოლიციის წყაროების ცნობით, მთავარი მიზანი იყო 13 ნოემბრის ტერაქტების დამგეგმავად მიჩნეული პირის, 28 წლის აბდელჰამიდ აბაუდის შეპყრობა. აბაუდი ბელგიის მოქალაქეა. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო" აცხადებს, რომ მისმა წევრებმა მოაწყეს 13 ნოემბრის ტერაქტები პარიზში, სადაც დაიღუპა 129 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG