Accessibility links

logo-print

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში


არჩევნების პროცესი ირანში

არჩევნების პროცესი ირანში

პარასკევს ირანში გაიმართა არჩევნები, რომლის შედეგიც გაარკვევს, ვინ შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე მაჰმუდ აჰმადინეჟადს.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ საარჩევნო უბანში მისვლის შემდეგ თანამემამულეებსაც მოუწოდა კენჭისყრაში მონაწილეობისაკენ და მკვახე განცხადებით უარყო კრიტიკა, რომელიც არჩევნების მიმართ გამოითქმის.

„ბოლოხანს გავიგე, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რომელიღაც წარმომადგენელს უთქვამს: ჩვენთვის მიუღებელია ირანში ეს არჩევნებიო. ჯანდაბამდე გზა გქონიათ, თუ მიუღებელია!“ - განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.

ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს არ უთქვამს, ვის მიერ გამოთქმულ შეფასებას გულისხმობდა. მაგრამ ცნობილია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გასულ თვეში ეჭვქვეშ დააყენა ირანში არჩევნების დამაჯერებლობა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატებად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს ამის ასობით მსურველს - მათ შორის, ყველა ქალსა და რეფორმების პოტენციურ მომხრეებს. კერიმ გააკრიტიკა საარჩევნო პროცესში „გამჭვირვალობის არარსებობა“ და დაასკვნა, რომ კანდიდატების რეგისტრაციის ერთადერთი კრიტერიუმი იყო ის, იცავენ თუ არა ირანის მმართველი რეჟიმის ინტერესებს.
მის საფუძველზე, რაც მსმენია, ბატონი ჰასან როჰანია კანდიდატი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო. კანდიდატებს შორის განსაკუთრებით მესამე სატელევიზიო დებატების შემდეგ მის შესახებ მეტმა ხალხმა შეიტყო...

ელექტორატის წინაშე პარასკევს პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატი წარდგა. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გამარჯვების საუკეთესო შანსი აქვს ორ კანდიდატს: ზომიერი კურსის მომხრე სასულიერო პირს, ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკებების ყოფილ მონაწილე ჰასან როჰანის, რომელსაც რეფორმების მომხრეები ანიჭებენ უპირატესობას, და კონსერვატიული ძალების წარმომადგენელს, თეირანის ამჟამინდელ მერ მოჰამად ბაქერ ყალიბაფს.

როჰანი ბოლოხანს გამოვიდა სიტყვის თავისუფლებისაკენ მოწოდებით და პირობა დადო, რომ პოლიტიკურ პატიმრებს გაათავისუფლებს. მეორე მხრივ, ის მხარდაჭერას უცხადებს ირანის ბირთვული პროგრამის გაგრძელებას, ანუ პროცესს, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, შესაძლოა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდეს.

წინასაარჩევნო პროცესში ირანში სამჯერ ჩატარდა პრეზიდენტობის კანდიდატთა ტელედებატები, რომლებიც პირდაპირი ეთერით გადაიცა. ექვსივე კანდიდატმა წარმოადგინა პოზიციები საგარეო და შიდაპოლიტიკურ საკითხებში, დამოკიდებულება მწვავე სოციალური პრობლემების მიმართ.

თეირანის მკვიდრმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა, ჩვენი რადიოს სპარსულ სამსახურთან საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომ დებატებმა ბევრ ამომრჩეველზე იქონია გავლენა:

„იმის საფუძველზე, რაც მსმენია, ბატონი ჰასან როჰანია კანდიდატი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო. კანდიდატებს შორის განსაკუთრებით მესამე სატელევიზიო დებატების შემდეგ მის შესახებ მეტმა ხალხმა შეიტყო. მას იცნობენ რეფორმების მომხრეები და მათთან დაახლოებული პირები. მათ იციან, ვის აძლევენ ხმას, მაგრამ ბევრმა არ იცოდა, ვინ არის როჰანი. ჩემი აზრით, მესამე დებატებმა გავლენა იქონია“.
პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ატმოსფერო ამ არჩევნებში ისეთი მღელვარე არ არის, როგორიც წინა არჩევნების დროს...

ჩვენი კოლეგები ესაუბრნენ ქალაქ ბუშერის ერთ-ერთ მკვიდრსაც. მას ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ არ მივიდოდა ხმის მისაცემად - პრეზიდენტის წინა, 2009 წლის არჩევნების გამო. ეს არჩევნები, რომელში გამარჯვებულადაც მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოცხადდა, მთავრობის ოპონენტებს გაყალბებულად მიაჩნიათ.

„პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ატმოსფერო ამ არჩევნებში ისეთი მღელვარე არ არის, როგორიც წინა არჩევნების დროს“, – ამბობს ბუშერის ეს მკვიდრი.

ირანს 50,5-მილიონიანი ელექტორატი ჰყავს. არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭიროა ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვება. თუ ეს ვერავინ შეძლო, 21 ივნისს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

უცხოელი მეთვალყურეები არ აკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

ირანის ახალი პრეზიდენტი აგვისტოს მიწურულს დადებს ერთგულების ფიცს და შეცვლის მაჰმუდ აჰმადინეჟადს, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე მაქსიმალური ორი ვადის შემდეგ გადადგება.

ოთხი წლის წინ ირანში უშიშროების ძალებმა ჩაახშეს მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც არჩევნებში გამარჯვებულად აჰმადინეჟადის გამოცხადებას აპროტესტებდნენ.
XS
SM
MD
LG