Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში საპროტესტო აქციაზე დაგმეს თალიბანი და მთავრობა


საპროტესტო აქცია ქაბულში
საპროტესტო აქცია ქაბულში

ქაბულში ათასობით ავღანელი შეიკრიბა აქციაზე - სავარაუდოდ, ისლამისტი ექსტრემისტების მიერ - შვიდი ადამიანის მოკვლის გასაპროტესტებლად.

ავღანელმა სამართალდამცველებმა ჰაერში ისროლეს საპროტესტო აქციის მონაწილეების შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც ზოგმა სცადა ქაბულში პრეზიდენტის სასახლის გარშემო აღმართულ კედელზე ასვლა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირების დროს შვიდი ადამიანი დაშავდა.

ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს არც ერთ რელიგიაში, ისლამის ჩათვლით. ჩვენ მთავრობისაგან მოვითხოვთ სამართლიანობას, მთავრობას ვთხოვთ, დაიცვას ყველა მოქალაქის უსაფრთხოება...
ესააკ ალი

აქციის მონაწილეები გმობდნენ - სავარაუდოდ, ისლამისტი ექსტრემისტების მიერ - შვიდი ადამიანის, ეთნიკური ხაზარების, დახოცვას. ისინი მოითხოვდნენ პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას, მოითხოვდნენ ახალ მთავრობას ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისმოდა შეძახილებიც “გაუმარჯოს დემოკრატიას“.

„პროტესტი გამოვთქვით, იმისათვის რომ მომავალში ჩვენს ქვეყანაში ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს არც ერთ რელიგიაში, ისლამის ჩათვლით. ჩვენ მთავრობისაგან მოვითხოვთ სამართლიანობას, მთავრობას ვთხოვთ, დაიცვას ყველა მოქალაქის უსაფრთხოება“, - უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ესააკ ალიმ.

აქციის დროს ისმოდა ასევე შეძახილები: „სიკვდილი თალიბანს“, „სიკვდილი ‘ისლამურ სახელმწიფოს’“, „სიკვდილი ტერორიზმს“.

წელს ავღანეთში იმატა ძალადობამ ხაზარების ეთნიკური უმცირესობის წინააღმდეგ. ხაზარები, უმეტესწილად, შიიტები არიან. 7 ნოემბერს ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ერთი ბავშვი მოკლული - ზოგი მათგანი თავმოკვეთილი - იპოვეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში, სადაც ბოლო დღეებში თალიბების ერთმანეთში დაპირისპირებული ჯგუფები იბრძოდნენ. მოკლულები ამ ექვსი თვის წინ იქნენ დაკავებული მეზობელ ღაზნის პროვინციაში.

საპროტესტო აქცია ქაბულში
საპროტესტო აქცია ქაბულში

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, თალიბანმა რვა კაცი, კერძოდ, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რვა წევრი ჩამოახრჩო ხაზარების დახოცვის გამო, მაგრამ ავღანეთის დაზვერვის სამსახური უარყოფს ამ ცნობას.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ „უდანაშაულო ადამიანების დაუნდობლად დახოცვა“ უწოდა მომხდარს და პირობა დადო, რომ მას გულდასმით გამოიძიებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG