Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქცია ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმთან


საპროტესტო აქცია ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმთან

საპროტესტო აქცია ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმთან

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენობის წინ, მოძრაობა „ივერიელებმა“ და 50-მდე ადგილობრივმა მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ მუზეუმის 49-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს.

წინანდალში მდებარე კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსი ინვესტორს, „სილქროუდ ჯგუფს“, 49 წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს გადაეცა. მოძრაობა „ივერიელების“ თავმჯოდმარე ლევან კოჭლოშვილი ამბობს, რომ მათი მიზანია მიაღწიონ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც ისტორიული შენობა და მასზე მიმაგრებული ნაგებობები კერძო ინვესტორს
ძეგლის სტატუსი მთლიანად არის შენარჩუნებული. მუზეუმს მთლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია. მოვლილია პარკიც, რომელიც მანამდე ისეთი გაუვალი იყო, ვერ გაარჩევდი გაზონსა და ბილიკს. მცენარეების მოვლა-შეწამლვაც მოხდა სხვადასხვა დაავადებაზე. ბრალდებები, რომელიც დღეს აქ ისმოდა, აბსურდულია...

გადასცეს. კოჭლოშვილი თელავის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ხიდაშელის დასჯას ითხოვს:

„ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ გაირკვეს, როგორ მოხდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იჯარით გადაცემა. ეს საქმე სასამართლოშიც იყო. კონკრეტულად, ვითხოვთ თელავის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ხიდაშელის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას - ადამიანის, რომელმაც საქართველოში პირველი კლასიკური ღვინის მწარმოებელი ქარხანა გაძარცვა, დაარბია. შაჰ აბასის შემდეგ პირველი იყო ეს პიროვნება, რომელმაც გაკაფა ვაზი“.

წინანდალში გამართულ აქციას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციის მხრიდან არავინ გამოხმაურებია. ჟურნალისტებთან მცირე განმარტება შენობის დაცვის სამსახურის უფროსმა თამაზ ქუმსიაშვილმა გააკეთა. მან, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სახლ-მუზეუმში არაფერი დანგრეულა და მისი ისტორიული იერსახეც შენარჩუნებულია:

„ძეგლის სტატუსი მთლიანად არის შენარჩუნებული. მუზეუმს მთლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია. მოვლილია პარკიც, რომელიც მანამდე ისეთი გაუვალი იყო, ვერ გაარჩევდი გაზონსა და ბილიკს. მცენარეების მოვლა-შეწამლვაც მოხდა სხვადასხვა დაავადებაზე. ბრალდებები, რომელიც დღეს აქ ისმოდა, აბსურდულია”.

წინანდალში გამართულ აქციაზე მოძრაობა „ივერიელებისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან კიდევ ორი მოთხოვნა გაჟღერდა. ისინი ითხოვენ სოფელს დაუბრუნდეს საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც, მათი მტკიცებით, თამაზ ხიდაშელის დეპუტატობის დროს ჩამოართვეს. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც წინანდლის ღვინის ქარხანაში 2005-2007
მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მივმართო: ვიდრე ის პარლამენტში გამოვა, გაიხსენოს, რომ მან სოფელ წინანდალში პატარა ბავშვებს ბაღი წაართვა და გადასცა თამაზ ხიდაშელს...

წლებში მუშაობდნენ და რომლებსაც სახელფასო დავალიანება აქვთ მისაღები. მათი თქმით, ქარხანა ამ პერიოდში თამაზ ხიდაშელის საკუთრებაში იყო და ხელფასი მას უნდა გადაეხადა.

დარიკო მსუქნიშვილი, აქციის მონაწილე: „2005-2007 წლებში, როდესაც ბატონი თამაზ ხიდაშელი ღვინის ქარხანაში მოვიდა, უხელფასოდ გვამუშავა. ხელფასებს გვპირდებოდა, თუმცა არ მოგვცა. ახლა სწორედ ამ ხელფასების გადახდას ვთხოვთ“.

ლევან კოჭლოაშვილი, მოძრაობა „ივერიელები“: „მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მივმართო: ვიდრე ის პარლამენტში გამოვა, გაიხსენოს, რომ მან სოფელ წინანდალში პატარა ბავშვებს ბაღი წაართვა და გადასცა თამაზ ხიდაშელს“.

თელავის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ხიდაშელი წინანდალში გაჟღერებულ ფაქტებს ჭორაობას უწოდებს, ხოლო ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს:

„ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე კომენტარებს არაფერზე არ ვაკეთებ, განსაკუთრებით რაღაცებს რომ ჭორაობენ“.

მოძრაობა „ივერიელების“ თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატის, თამაზ ხიდაშელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, 7 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG