Accessibility links

logo-print

ვალეში 200-მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. მომსახურე პერსონალის უკმაყოფილების მიზეზი გახდა კომპანია BP-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია “ბეხტელ ენკას” მიერ სამუშაო საათების შემცირება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთი საათის შემცირებამ, დაახლოებით, 200 ლარის სხვაობა გამოიწვია.

აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა აქციის ლიდერების სიის შედგენა და ხელმძღვანელობასთან მათი შეხვედრა ითხოვეს. 30-კაციანი სიის შეგზავნის შემდეგ კომპანიამ განუცხადა, რომ მათ კონტრაქტი დაუმთავრდათ და ობიექტზე მუშაობას აღარ გააგრძელებენ, დანარჩენებს კი განუცხადეს, რომ საათები შეუმცირდათ და მოინდომებენ თუ არა სამუშაოდ დარჩენას, ეს მათი გადასაწყვეტია.

აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, სამუშაოს არც ერთი მათგანი არ დაუბრუნდება მანამ, ვიდრე ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მუშებმა ხელმძღვანელობას სამსახურში მისასვლელი გზა გადაუკეტეს. კომპანიის წარმომადგენლობა მედიასთან ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ვალესა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის ტერიტორიაზე სამხრეთკავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტს კომპანია BP ხელმძღვანელობს. ამ დროისათვის აქ საცხოვრებლების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებზე დასაქმებულები არიან ადიგენისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან. აქვე მუშაობს თურქული მხარე, თავისი მუშებით. გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტის გამოსახატად, თურქული მხარის გარდა, ყველა დასაქმებული გამოვიდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG