Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა


 საპროტესტო აქცია ფუზულიში
საპროტესტო აქცია ფუზულიში

ასობით ადამიანი მონაწილეობდა აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლებიც სურსათზე ფასების მატებისა და უმუშევრობის ზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, 13 იანვარს საპროტესტო გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ფუზულიში, აქსუისში, სიაზანასა და ლენქორანში. იუწყებიან, რომ სიაზანში სამხედრო ქვედანაყოფიც კი გაგზავნეს, რათა შეეჩერებინათ საპროტესტო მსვლელობა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. სოციალური მოთხოვნებით აზერბაიჯანში საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზად ნავთობის საერთაშორისო ფასის დაცემის ფონზე, ეროვნული ვალუტის მანათის მკვეთრი გაუფასურება და სურსათზე ფასების მომატება სახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG