Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში


საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში
please wait

No media source currently available

0:00 0:13:40 0:00

6 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ტურაშვილი.

გაეროს 2016 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული ჩართულობის კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩა განვითარების გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებს.

ელექტრონული მმართველობის კვლევა მზადდება ორ წელიწადში ერთხელ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ (გაერო - UN). კვლევის შედეგების მიხედვით ქვეყნდება მსოფლიოს 193 ქვეყნის ორი რეიტინგი: 1. ელმმართველობის განვითარების ინდექსი; და 2. ელჩართულობის ინდექსი.

გაეროს კვლევის მიზანია, შეაფასოს ელექტრონული მმართველობის განვითარების გლობალური ტენდენციები და არსებული გამოწვევები.

რა პროექტები აქვს დაწყებული საქართველოს ელექტონული მმართველობის მიმართულებით და რა ვალდებულებები აქვს აღებული საერთაშორისო დონეზე, რის მიხედვით განისაზღვრება ელმმართველობის ინდექსი, რომლითაც გაერო ხელმძღვანელობს და რა გლობალური გამოწვევები არსებობს, რომლებიც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ელექტრონული მმართველობა საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:13:09 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG