Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი საქართველოში ჩავიდა. წინასწარი ინფორმაციით, დღეს თბილისში, ხვალ კი უკრაინაში ვიზიტისას, ის კონფლიქტებით დაზარალებულ ამ ორ ქვეყანას დაუდასტურებს მხარდაჭერას და მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს მათთან ურთიერთობას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ცნობით, კერი საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრების დროს დაადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეც. საქართველოსა და უკრაინაში კერის ვიზიტები წინ უსწრებს ვარშავის ნატოს სამიტს, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება. დღეს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დაწყებამდე, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხზე. ვარშავის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად სახელდება რუსეთის მოქმედება აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთს ჯარები ჰყავს განთავსებული საქართველოში ოკუპირებულ ორ რეგიონში. ხოლო უკრაინაში რუსეთს ადანაშაულებენ აღმოსავლეთში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერაში მას შემდეგ, რაც ასევე რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG