Accessibility links

logo-print

სასამართლო რეფორმის ბედი სისტემაში აურზაურის ფონზე


ნაზი ჯანეზაშვილი, სოფო ვერძეული

ნაზი ჯანეზაშვილი, სოფო ვერძეული

ბოლო დღეებში განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა ის, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები და დაპირისპირებაა. სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და იუსტიციის საბჭოს რეფორმირების საჭიროებაზე დღეს თავის ყოველწლიურ გამოსვლაში ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტმაც და ხაზი გაუსვა პოლიტიკური ნების მნიშვნელობას. საკითხავია, რამდენად შესაძლებელია ეფექტიანი რეფორმის გატარება სასამართლო სისტემაში არსებული დაპირისპირებისა და სავარაუდოდ, გავლენის სფეროების შენარჩუნებისთვის ბრძოლის ფონზე? ამ თემაზე საუბრისას პოლიტიკური ნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს „სადისკუსიო მაგიდის“ ერთ-ერთი სტუმარიც. ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი და ნაზი ჯანეზაშვილი, „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG