Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში სასმელი წყლის ხარისხზე ჩივიან


ახალციხეში ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლებისასმელი წყლის ხარისხზე ჩივიან. მოსახლეობის მტკიცებით, წყალს ბაქტერიები მოჰყვება და ტექნიკური დანიშნულებითაც გამოუყენებელია. სასმელი წყლის პრობლემაზე ლაპარაკობენ სხვა ქუჩის მცხოვრებელებიც.

ახალციხეში წყლის სინჯებს გამოსაკვლევად სურსათის ეროვნული სააგენტოიღებს. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სასმელ წყალს "მომხმარებელთა დახმარების ცენტრიც“ იკვლევს. ეთერ ხმალაძე ამბობს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგებში დარღვევები ხშირად იკვეთება.

ახალციხეში, აბონენტებისთვის წყლის მიწოდებასა და ხარისხზე პასუხისმგებელი საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაა. წყლის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი ადგილობრივ მედიასთან განმარტავს, რომ კომპანია სასმელი წყლის შიდა კონტროლსა და მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს. თამარ ნებიერიძის განმარტებით, თვის განმავლობაში 200-მდე ანალიზი ტარდება. მას NDI-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები უკვირს და ამბობს, რომ აბონენტების გამოკითხვას თავადაც აწარმოებენ,მაგრამ მათთან ახალციხელებს წყლის ხარისხის გამო უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტად სასმელი წყლის ხარისხით ახალციხეში არიან უკმაყოფილონი. ქალაქში წყლის სისუფთავეს გამოკითხულთა 55% არ ენდობა. არასანდოობის მაჩვენებელი მაღალია თელავსა (51%) და თბილისში (30%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG