Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: არ უნდა გადავატრიალოთ ნავი, რომელშიც ვსხედვართ


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

21 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული დებატების დროს, ევროპელი დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი თანამშრომლობას ოპოზიციასთან და, კერძოდ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. იმ ფონზე, როცა საქართველოში ელექტორატის დიდი ნაწილი, როგორც ბოლო გამოკითხვებმა ცხადყო, დეზორიენტირებული და იმედგაცრუებულია პროდასავლურ ძალებს შორის დაპირისპირებით, არანაკლებ საინტერესოა, თავად როგორ აპირებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ყველაზე დიდი საპარლამენტო ოპოზიცია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ პროევროპული კოალიციის შიდა დაპირისპირებამ მიიყვანა მოლდავეთი იმ რთულ პოლიტიკურ კრიზისამდე, რაზეც 18-22 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეც მსჯელობდნენ. ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებზე რადიო თავისუფლება სტრასბურგში ესაუბრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს და მომავალი საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად და მაღალი სტანდარტებით ჩატარების თაობაზე თავისი მოსაზრებები გააცნოს საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. „ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ერთ ნავში ვსხედვართ და თუ ჩვენ ამ ნავს გადავატრიალებთ, ქვეყანა ისევ პოსტსაბჭოთა ქაოსში ჩაიძირება“, - ამბობს ბაქრაძე. თუმცა, საუბრის დასაწყისში, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლის დროს, გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილი ხელისუფლება მოიხსენია „რეჟიმად“, რომლის მმართველობის ბოლო ხუთი წელიწადი „ნამდვილ კოშმარად იქცა“ საქართველოს ბევრი მოქალაქისათვის.

ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:13:46 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG