Accessibility links

logo-print

ელისო ბოლქვაძე - პიანისტი და იუნესკოს „მშვიდობის ხელოვანი“


ელისო ბოლქვაძე (ფოტო: Uwe Arens)

ელისო ბოლქვაძე (ფოტო: Uwe Arens)

პიანისტი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია, არაერთი საქველმოქმედო პროექტის ორგანიზატორი და მონაწილე. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების დასახმარებლად მან დააარსა ფონდი „ლირა“, მისივე დაარსებულია ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. წლევანდელი წელი ელისო ბოლქვაძისათვის - ასეთი წარმატებული კარიერის ფონზეც კი - გამორჩეულად შეიძლება ჩაითვალოს: იანვარში ის იუნესკოს „მშვიდობის ხელოვნად“ დაასახელეს. მე სულ რამდენიმე დღის წინ მომეცა პრაღაში ელისო ბოლქვაძესთან საუბრის საშუალება, 20 ნოემბერს პრაღაშივე გამართული კონცერტის შემდეგ. ცხადია, საუბრის ძირითადი ნაწილი მუსიკას დაეთმო, თუმცა დავიწყეთ პარიზით. ელისო ბოლქვაძე, ძირითადად, სწორედ პარიზში ცხოვრობს და, რაკი მას 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ სულ რამდენიმე დღეში ვესაუბრე, ჯერ ვკითხე, პარიზში იყო თუ არა ამ ტერაქტების დროს? როგორ შეიტყო მათზე, რა რეაქცია აქვს, რას აკეთებს ადამიანი ასეთ ვითარებაში?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG