Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთო გვრიტიშვილი რელიგიის თავისუფლებაზე საქართველოში


ეთო გვრიტიშვილი რელიგიის თავისუფლებაზე საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:35:55 0:00

12 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეთო გვრიტიშვილი, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ანგარიშის საქართველოს ნაწილი 14 გვერდს მოიცავს და მასში აღწერილია ის თუ როგორ ხორციელდება საქართველოში რელიგიის თავისუფლება - რამდენად ქმნის სახელმწიფო თანაბარ პირობებს ყველა რელიგიისა და აღმსარებლობისთვის? ანგარიშში აღწერილია როგორც კანონმდებლობის პოზიცია, აგრეთვე რეალური მდგომარეობა - სახელმწიფოს დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისა და რელიგიური უმცირესობების მიმართ - იქნება ეს რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობა, თუ სახელმწიფოს პოლიტიკა: რეგისტრაციის, საკუთრების უფლების, დაბეგრვის თვალსაზრისით. ეთო გვრიტიშვილმა განმარტა ის, თუ რატომ არის ყველასთვის მნიშვნელოვანი უმცირესობების უფლებების დაცვა: "რელიგიურ უმცირესობაზე მუშაობის პროცესი საინტერესოა არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ უფლებრივ სტანდარტებს ადგენ ზოგადად ამ მარგინალიზებული ჯგუფის მიმართ, არამედ, რეალურად, მსგავსი სტანდარტების დადგენით შეგიძლია დაიცვა ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელი, ეს იქნება: ფეხმძიმე ქალი, ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს... ანუ, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება მოყვეს გარკვეულ უმცირესობაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს თანაბრად ჰქოდნეს წვდომა იმ სიკეთეებზე და იმ სერვისებზე, რასაც ითვალისწინებს სახელმწიფოს არსი".

XS
SM
MD
LG