Accessibility links

logo-print

გიორგი ჩიფჩიური არჩევნებსა და კონსტიტუციაზე


12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩიფჩიური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა არჩევნებში მონაწილეობაზე, როგორც კონსტიტუციურ უფლებასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე. გიორგი ჩიფჩიურმა განმარტა საკონსტიტუციო უმრავლესობის არსი და იმ ვითარების რისკები, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს ერთი პოლიტიკური ძალა. ასეთ ვითარებაში "დილის საუბრების" სტუმარი უმნიშვნელოვანესად თვლის არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლს. გიორგი ჩიფჩიური შეეხო აგრეთვე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების იდეებსაც, რომლებზეც უკვე ლაპარაკობენ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წევრები. გიორგი ჩიფჩიურის შეფასებით, საზოგადოება არ არის ბოლომდე დარწმუნებული თავის პოლიტიკურ უფლებებში, რაც განაპირობებს არჩევნების შედეგების შინაარსსაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG