Accessibility links

"საშუალო დონე გაცილებით უფრო მაღალია აშშ-ში, ვიდრე საქართველოში" - ასე ხედავს მთავარ განსხვავებას ამ ორი, ერთმანეთისაგან ძალიან ბევრი თვალსაზრისით განსხვავებული, ქვეყნის სამედიცინო სისტემებს შორის გიორგი მიქელაძე, ქრონიკული ტკივილის ცენტრის ხელმძღვანელი კაიზერ პერმანენტეში (სან-ფრანცისკო).

ის 1993 წელს, როგორც მაშინ ფიქრობდა, დროებით, სულ რამდენიმე თვით, ჩავიდა შეერთებულ შტატებში, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ უკვე 23 წელია იქ ცხოვრობს. ამავე დროს, ის დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება სამედიცინო განათლების მხრივ და, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში. გიორგი მიქელაძეს ტელეფონით დავუკავშირდი და საუბარი დავიწყე შეკითხვით, რა პროცესის გავლა მოუხდა იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებში ექიმად მუშაობის უფლება მიეღო, რამდენად რთული იყო ეს პროცესი?..

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG