Accessibility links

logo-print

მესამე წელია, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი საკონსტიტუციო სასამართლოსგან ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი შრომის კოდექსის მე-14 მუხლი, რომელიც სამუშაო დროს არეგულირებს.

ამ მუხლის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა ამავე მუხლში არსებობს ჩანაწერი „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოს“ ცნების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ნორმირებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 48 საათით. მოგვიანებით კი, გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, მთავრობის დადგენილების შედეგად „სპეციფიკურ რეჟიმს“ დაექვემდებარა ეკონომიკის სფეროს თითქმის ყველა მიმართულება. უხდიან თუ არა ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დამსაქმებლები დასაქმებულებს გასამრჯელოს? ამ და სხვა საკითხებზე ნინო თარხნიშვილი ესაუბრა გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტ ირაკლი პეტრიაშვილს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG