Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედეა ტურაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესზე


მედეა ტურაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესზე
please wait

No media source currently available

0:00 0:42:37 0:00

31 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მედეა ტურაშვილი, სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში. მან ილაპარაკა საქართველოს ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროცესსა და შედეგებზე. მედეა ტურაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში 2000-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად და მათი უდიდესი ნაწილი კონფლიქტებს უკავშირდება. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საკოორდინაციო მექანიზმზე, რასაც ეფუძნება მხარეთა შორის თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაში. მედეა ტურაშვილის თქმით, თუკი თბილისი-სოხუმის თანამშრომლობა ამ საქმეში მეტი ეფექტიანობით გამოირჩევა, ამის თქმა ჯერ არ შეიძლება თბილისი-ცხინვალის კომუნიკაციაზე, ის არასისტემატურია და შედეგიც ჯერჯერობით არ არის. სახალხო დამცველის მრჩეველმა ილაპარაკა „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის შესახებაც. გაეროს ამ დოკუმენტს საქართველომაც მოაწერა ხელი, თუმცა, დღემდე არ მომხდარა რატიფიკაცია. რატიფიკაციის შემდეგ კონვენციის შესრულება სავალდებულო ხდება. მედეა ტურაშვილმა განმარტა, რომ კონვენციის მთავარი მიზანი დანაშაულის პრევენცია, მისი მაღალ კატეგორიაში აყვანა და აგრეთვე იმ ოჯახებისთვის სხვადასხვა სახის კომპენსაციის დაწესებაა, რომლების წევრებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კონვენციის რატიფიკაციის დაწყების რეკომენდაციით სახალხო დამცველმა რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლებას.

XS
SM
MD
LG