Accessibility links

25 აგვისტოს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კომუნიკაციის დიზაინერი ნესტან მამაცაშვილი, რომელმაც მეგობრებთან ერთად რამდენიმე თვის წინ გააკეთა ვებსაიტი საქართველოს შესახებ. Georgia Starts Here - ჩარტები, რჩევები, ფოტოები და საქართველოს შესახებ ამბები ინგლისურ ენაზე ტურისტებისთვის - ონლაინში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა.

რა აინტერესებთ ინტერნეტმომხმარებლებს ყველაზე მეტად საქართველოს შესახებ, რამდენად შესაძლებელია ამ ტიპის ვებრესურსების გაკეთება მოხალისეობრივ საწყისებზე და როგორ შეიძლება საიტების კომერციალიზაცია - ამ თემების შესახებ ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG