Accessibility links

logo-print

ჰაერის ხარისხი საქართველოში და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები


4 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი.

2016 წლის ივლისის მიწურულს საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2012 წლის მონაცემებზე დაყრდობით ადგენდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ კვლევის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვით და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს საზოგადოების და გარემოს დამცველი ორგანიზაციების შეშფოთება და აქციებიც მოჰყვა.

რა კრიტერიუმებს ეყრდნობა გამოქვეყნებული კვლევა, რა ფაქტორები მოქმედებს ჰაერის ხარისხზე, როგორი მონიტორინგის სისტემა გვაქვს ქვეყანაში ჰაერის მდგომარეობის შესასწავლად და რამდენად სრულყოფილ ინფორმაციას გვაძლევს არსებული სისტემა - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG