Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: რომან გოცირიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: რომან გოცირიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:20:45 0:00

16 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რომან გოცირიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (N5) დეპუტატობის კანდიდატი. „თუ არ არსებობს ქვეყანაში ორგანიზაციული ბაზა, თუ არ არსებობს ინსტიტუტები, თუ არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი მარეგულირებელი თუ დერეგულირების ფორმები, ანუ რეგულაციების გაუქმების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მაშინ ყველაფერი იქნება წყალში გადაყრილი“, - აცხადებს რომან გოცირიძე და განმარტავს, რომ ეკონომიკის განვითარებას მხოლოდ გადასახადების დაწევა არ შველის: „ჩვენ საგადასახადო რევოლუცია ერთხელ უკვე მოვახდინეთ და ეს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული ექსპერიმენტი“, თუმცა, რომ არა კორუფციასთან ბრძოლა, გადასახადების დამალვის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ არ იქნებოდა გადასახადების მობილიზაციის გამართული სისტემა, მხოლოდ გადასახადების შემცირებით ეფექტი ვერ მიიღწეოდა. ამასთან, რომან გოცირიძე ძველ მიღწევებს შორის ჩამოთვლის: გადასახადის გადახდის კულტურის დამკვიდრებას, კანონისადმი პატივისცემას და შიშსაც, რომ გადასახადის გადაუხდელობა დასჯადია.

XS
SM
MD
LG